png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

2014 წელს საქართველოში 40 ელევატორი ფუნქციონირებდა

  • ეკონომიკა
  • 28.10.2015
  • 13:03
2014 წელს საქართველოში 40 ელევატორი  ფუნქციონირებდა

2014 წელს საქართველოში 40 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (60,0%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 17,5% ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 10,0% - შიდა ქართლში, 5,0% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში ელევატორებში მომსახურება გაეწია 3361 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 80075 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1382 კაცით განისაზღვრა.

2014 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 134,2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 62,1%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 21,6%-ს სიმინდი, 7,8%-ს მზესუმზირის შროტი, 6,1%-ს - ალაო, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2014 წლის განმავლობაში შესყიდულია 103,7 ათასი ტონა პროდუქცია, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებული იყო, ხორბლის უმნიშვნელო ნაწილის გარდა. მომსახურების საფასურმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 1236,4 ათასი ლარი.

2014 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 55,9 მლნ ლარის ღირებულების 143,9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 82.8% იყო იმპორტირებული. ამასთან, ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხორბლის და სიმინდის სახით იყო წარმოდგენილი (შესაბამისად 42,7% და 40,7%).

ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა სიმინდი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 35,9%), ხორბალი (32,9%), მზესუმზირის შროტი (12,7%) და სოიო (11,2%). ღირებულების მიხედვითაც იგივე პროდუქცია, ოღონდ განსხვავებული წილებით: ხორბალი (32,9%), სიმინდი (27,6%), სოიო (21,4%) და მზესუმზირის შროტი (12,2%).

ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 35,6% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული.

ელევატორების 27,5% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 15,0% - ნაწილობრივ, ხოლო 57,5% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობს ელევატორების 47,5%. აქედან 36,8%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 52,6%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10,5%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის;

ელევატორების 51,3% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. 17,9% მნიშვნელოვან ფაქტორად კომუნალური გადასახადების სიდიდეს ასახელებს, 15,4%-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 7,7% - მთავარ მიზეზად სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს, ხოლო 7,7% - მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას მიიჩნევს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge