png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით ნარმანიამ ზედამხედველობის სამსახურს კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი დაავალა

  • ეკონომიკა
  • 28.10.2015
  • 12:12
დავით ნარმანიამ ზედამხედველობის სამსახურს კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი დაავალა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზედამხედველობის სამსახურს კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი დაავალა.

როგორც დღეს, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, გარკვეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

დავით ნარმანიამ ზედამხედველობის სამსახურს დავალება მისცა, შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა და გატარდეს შესაბამისი ზომები.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა ქუჩების, მოედნების, სკვერების თვითნებურად გადათხრის ფაქტები. არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორებს აქვთ ნებართვები, თუმცა უგვიანდებათ ცალკეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ვავალებ, რომ რაიონული სამსახურების მეშვეობით, რაც შეიძლება დროულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა, მოგვაწოდოს წინადადებები და ნორმების დაცვით გავატაროთ პასუხიმგებლობასთან დაკავშირებული ზომები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, კომუნიკაციის გაყვანისა და საინჟინრო ქმედებების განხორციელებისათვის შესაბამისი ნებართვა გაიცემა, თუმცა სამუშაოები დროულად უნდა შესრულდეს.

„ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ცვლილებები აუცილებლად უნდა გავატაროთ და უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ ქალაქში არსებული მდგომარეობა. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც აუცილებლად არის ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ადეკვატურად იქნება ნაპასუხები, ანუ მიეცემა ნებართვა, თუმცა სამუშაო, რაც ითვალისწინებს კომუნიკაციის გაყვანას ან საინჟინრო ქმედებების განხორციელებას, აუცილებლად დროულად უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge