png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ივანიშვილს, ჯერ კიდევ აქვს შანსი, ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას - ბოკერია გვარამიას შესაძლო დაკავებაზე

  • კომენტარები
  • 14.02.2017
  • 17:00
  ივანიშვილს, ჯერ კიდევ აქვს შანსი, ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას - ბოკერია გვარამიას შესაძლო დაკავებაზე

"მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატის გიგა ბოკერიას მოსაზრებით, ,,რუსთავი 2“ -ის დირექტორის შესაძლო დაკავება ქართული დემოკრატიისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება.

"საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყველასთვის ნათელია, ვინც თვალს ადევნებს მოვლენებს, რომ კამპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წმინდად პოლიტიკური ხასიათისაა და პირადად ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ არის ორგანიზებული. ივანიშვილმა და მისმა მარიონეტების გუნდმა აქამდეც ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ქართულ დემოკრატიას, სახელმწიფოსა და ინსტიტუტებს, მაგრამ შემიძლია, სრული რწმენით ვთქვა, რომ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების საბოლოო ნაბიჯი, რუსთავი 2-ის ჩახშობის ნაბიჯი და რუსთავი 2-ის დირექტორის დაკავების შესაძლო ნაბიჯი იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე უფრო დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის, რასაც მოჰყვება ქართული საზოგადოების მხრიდან შეუქცევადი პროტესტი. ჩვენს ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გარემოცვას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას. თქვენ გაქვთ შანსი ჯერ კიდევ, საკუთარი პოლიტიკური მომავალი ძალიან დიდ საფრთხეში არ ჩაიგდოთ და არ მიაყენოთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ზიანი ჩვენს სახელმწიფოს.

აქცია, რომელიც იქნა დაანონსებული, ჩემი აზრით, არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის, დარწმუნებული ვარ, კვირას ან შემდეგი დღეების განმავლობაში ამ პროტესტს შეუერთდება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. არ ვაკეთებ პროგნოზებს რაოდენობაზე, ვგულისხმობ ამ პროტესტის შინაარსსა და დატვირთვას. ეს ამბავი არ ჩაივლის ისე, როგორც შეიძლება, ილუზია ჰქონდეს ივანიშვილს ან მის გარემოცვას. ამის გარანტიას იძლევა ქართული საზოგადოება და ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პირადად ივანიშვილს და ყველას, ვისაც ხმა მიუწვდება ან აპირებს, რომ შეასრულოს მისი ეს დანაშაულებრივი ბრძანებები, არ გადადგათ ეს ნაბიჯი", - თქვა ბოკერიამ.

გვარამია-ახვლედიანის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა, ის უწყებაში არ მივა. გვარამიამ კვირას, 19 თებერვალს 14:30 საათზე პარლამენტის ძველ შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია დააანონსა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge