png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საპატრიარქო ჰელოუინის წინაღმდეგ

  • საზოგადოება
  • 29.10.2015
  • 12:52
საპატრიარქო ჰელოუინის წინაღმდეგ

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, განათლების სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.

“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ა.წ. 28 ოქტომბერს სასულიერო და საერო პირების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.

შევნიშნავთ, რომ ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებმა და მრევლმა განათლების სამინისტროსთან გუშინ აქცია გამართეს. მომიტინგეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ: სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნის შემოღებას. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო, ასევე პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების – “მე და საზოგადოება” და “ჩვენი საქართველო” შემოღებაზე.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს, მათი პოზიცია ასეთია:

“სრულიად გაუგებარია სამინისტროს ჩართვა ასეთ თემებში. ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და სამინისტრო არავის მოუწოდებს გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ვერც ჩვენ და ვერც ეს ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური შეხედულებებით, რაც ხშირად და ამ შემთხვევაშიც დაშორებულია რეალობას, ვერ უკარნახებს ადამიანებს, იზეიმონ თუ არა ჰელოუინი”.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge