png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

წყნეთში საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 16.02.2017
  • 16:21
წყნეთში საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  წყნეთში საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები დღეს ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა.

კორპუსში იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მათი საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების პროექტის ღირებულება 60 092 ლარია. ამ თანხის 90 % ვაკის რაიონის გამგეობამ, ხოლო 10 % დევნილთა სამინისტრომ დააფინანსა.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიყავით ადგილზე და მაშინ შევპირდით მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავეხმარებოდით ამ პრობლემის გადაჭრაში. სამუშაოების განხორციელება იყო სასწრაფო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მოქალაქეების უსაფრთხოება. დღეს სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. შესაბამისად, ცოტახანში მოსახლეობას, დაახლოებით 30 ადამიანს, ექნება გამაგრებული საცხოვრებელი სახლი. ამ კორპუსის გამაგრების გარდა ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ავარიული სახლების შესწავლას, შესაბამისი დასკვნების მომზადებას და შემდგომ პროცედურებს", - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ.

საერთო ჯამში, 2017 წლის 16 თებერვლის მონაცემებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობის მიერ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამ დრომდე 53პროექტი დაფინანსდა. მათი საერთო ღირებულება 582 849 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge