png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო

  • პოლიტიკა
  • 16.02.2017
  • 17:14
 ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მუშაობამ ორდღიანი მუშაობა დღეს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ერთობლივი რეზოლუციის მიღებით დაასრულა, რომელშიც ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმებია ასახული.

„ერთობლივი რეზოლუცია, კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. დოკუმენტში, ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში, ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას. რეზოლუცია ორივე მხარეს, საქართველოს და ევროკავშირს მოუწოდებს გააგრძელონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან“, - განაცხადა დელეგაციის წევრმა ირინე ფრუიძემ.

თამარ ხულორდავას განცხადებით, ეს არის ძალიან პოზიტიური განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ, ქართულ მხარეს ევროპარლამენტთან და ზოგადად, ევროკავშირთან გვაქვს.

„განცხადების ტექსტში, რომელიც როგორც ევროპარლამენტარების, ისე საქართველოს დელეგაციის უმრავლესობის მხრიდან იქნა მხარდაჭერილი, ხაზგასმით არის აღნიშნული ის პროგრესული ცვლილებები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა და ის გეგმები სწორად და პოზიტიურად არის შეფასებული რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„რეზოლუცია მივიღეთ თითქმის ერთხმად. იყო განსხვავებული აზრები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი - ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, ასევე მხარდაჭერა იმ რეფორმების, რომელიც დაკავშირებულია ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებასთან და არჩევნებიც, რომელიც ჩატარდა 2016 წელს საქართველოში ესეც პოზიტიურად იყო შეფასებული“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ბექა ნაცვლიშვილმა.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge