png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2017 წელს Check in Georgia-ს კონცეფციის ქვეშ მუსიკალური, სპორტული და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 24.02.2017
  • 18:01
 2017 წელს Check in Georgia-ს კონცეფციის ქვეშ მუსიკალური, სპორტული და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება

სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2017 წელს დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ გაერთიანდება. Check in Georgia ხელს შეუწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასტუმრო „რუმსში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და „ბლექ სი არენას“ დირექტორი დიმიტრი ბერიძე მონაწილეობდნენ.
„ეს გახლავთ კულტურული, სპორტული და საქმიანი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მთავარი მიზანია ქვეყანას მოუტანოს ცნობადობა, პოპულარიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე გამოიხატება საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურიზმის ზრდაში. 4.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლის ნახევარი მოხმარდება ადგილობრივ არტისტებს, მათ მიერ შესრულებულ პროგრამებს და ღონისძიებებს, ხოლო დაფინანსების მეორე ნაწილით ჩვენს პრომოუტერებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საერთაშორისო არტისტებისა და ქართველების ერთობლივი პროექტები“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება კერძო და საჯარო სექტორის ძალიან კარგი თანამშრომლობა, თავისი ფინანსური თანამონაწილეობით. „შესაბამისად, გაიზრდება ეფექტიანობა, სტიმული მიეცემათ ქართულ კომპანიებს, რომ ეს გამოცდილება მიიღონ, რეალურად საქართველო გახდეს საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების კარგი ადგილი და თავი დაიმკვიდროს ამ მიმართულებით“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ევროვიზიის საქართველოში გამართვა. „ევროფესტივალის ტრანსლირება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში მოხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს. კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, აკაკი ლოდიას ინფორმაციით, 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს ისეთ საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებებს, როგორებიცაა მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები და საერთაშორისო ტურნირები. „ჩვენ სრულად ვათვიცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ ტურიზმის განვითარების ზოგადი სტრატეგის ფარგლებში, სპორტული ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, ჩვენ დაგვიგროვდა უცხოური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის ძალიან კარგი გამოცდილება, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სპორტულ კალენდარში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დავიმკვიდრეთ. 2017 წელს 10 მსხვილი ღონისძიება ჩატარდება საქართველოში, ჩვენს ქვეყანას ეწვევა 70-მდე ქვეყნის უამრავი ვიზიტორი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა აკაკი ლოდიამ.
პრესკონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, 2017 წელს ღონისძიებების ჩატარებისთვის პრომოუტერები ინტერესთა გამოხატვის საშუალებით შეირჩევიან, რომლებიც ივნისი-სექტემბრის განმავლობაში „ბლექ სი არენაზე“ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებას შეძლებენ. კონკურსში მონაწილე სუბიექტების განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი სპეციალისტებით.
„მომავალ კვირაში მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ პრომოუტერებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში შოუბიზნესში ჩართული პრომოუტერების ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან და მათ ინტეგრირებას საერთაშორისო სივრცეში. საერთაშორისო რუკაზე მონიშვნა და საქართველოში „დაჩექინება“ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და პრომოუტერებს ეძლევათ უპრეცედენტო შანსი, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს „ბლექ სი არენას“ დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ.
2017 წელს შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული სხვადასხვა შინაარსისა და ჟანრის მუსიკალური ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას, ეს იქნება სტიმული ქართველი არტისტებისთვის, რომ მათ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმატებით შეძლონ საკუთარი შემოქმედების წარდგენა ადგილობრივი და უცხოელი მსმენელისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის.
საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის კულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.
2017 წელს დაგეგმილი ღონისძიებების დეტალურ კალენდარს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაეცნობა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge