png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 30.10.2015
  • 13:27
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას დაესწრო

 

30 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას დაესწრო, სადაც პრეზენტაცია გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა. ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, საქართველოს საბანკო და აკადემიური სფეროს, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე განხილული იყო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, საგარეო ფაქტორების გავლენა და სამომავლო პროგნოზები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში მთელი რეგიონის მასშტაბით. მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდა ვერ განხორციელდება სტრუქტურული რეფორმებისა და სტაბილურობის გარეშე.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმად, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, დიმიტრი ქუმსიშვილმა საპენსიო რეფორმა დაასახელა, რომლის საკანონმდებლო ბაზა და იმპლემენტაცია დაგეგმილია 2016 წლისათვის, ხოლო 2017 წელს კი მისი განხორციელება დაიწყება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყველა სხვა რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის მზარდ დინამიკაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge