png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

  • პოლიტიკა
  • 28.02.2017
  • 15:19
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსისრესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკისვიცეპრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევებელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიბელარუსში დავით კოტარია დახვდებიან.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართვს. სახელმწიფოს მეთაური ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერპირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობასდა მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკისეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთანვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ანდრეი კობიაკოვსაც შეხვდება.

ქვეყნის პირველი პირი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში დიდი სამამულო ომის ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმს, ასევე მრავალფუნქციურიკულტურულ-სპორტული კომპლექსს „მინსკ არენა“ და ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკს დაათვალიერებს.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ბოლოს ქვეყნის პირველი პირი ქართულდელეგაციასთან ერთად მემორიალურ კომპლექსს “დიდების ყორღანი” ყვავილების თაიგულით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიგიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი,პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და საქართველოს პრეზიდენტისსაპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება. 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge