png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კახეთში ბაკურციხის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 31.10.2015
  • 15:47
კახეთში ბაკურციხის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ბაკურციხის მექანიკური მორწყვის სისტემის რეაბილიტაციას.

სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის დაწყებამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ბაკურციხის მოსახლეობასთან. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა საპილოტე პროექტის პრეზენტაცია წარადგინა და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნულ პროექტსა და წვეთური მორწყვის უპირატესობაზე.

მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 580 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად წყალმომხმარებლები ირიგაციის თანამედროვე მეთოდს - წვეთური ირიგაციის სისტემებს გამოიყენებენ. ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვით წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან, ნაკლებ ელექტროენერგიასა და სარწყავსც წყალს საჭიროებს.  ამასთან მნიშვნელოვნად ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალს და აუმჯობესებს მის ხარისხს.

ბაკურციხის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის ღირებულებაა 1 341 655 ლარი .

შპს „საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8, ხოლო საქართველოს მასშტაბით 28 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge