png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ეკა ბესელია ხვალ პარიზში გაემგზავრება

  • პოლიტიკა
  • 06.03.2017
  • 12:13
ეკა ბესელია ხვალ პარიზში გაემგზავრება

ხვალ, პარიზში ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებსსაქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

სხდომა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის პროექტებს განიხილავს და რეზოლუციის პროექტებს მიიღებს, მათ შორის ისეთ საკითხზე, როგორიცაა: „ინტერპოლის სისტემის ბოროტადგამოყენება: უფრო მკაცრი სამართლებრივი გარანტიების საჭიროება" და „წამების პრევენციის კომიტეტის 25 წელი - საჭიროა მიღწევები და გაუმჯობესება".

მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს მოსაზრებას მსჯავრდებულ პირთაგადაცემის შესახებ კონვენციაზე დამატებითი პროტოკოლის სამუშაო ვერსიაზე და მის განმარტებით ბარათზე.

კომიტეტი იმსჯელებს შარიათის სამართლის შეთავსებადობის საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ასევე, დანიშნავს მომხსენებლებს შემდეგ საკითხებზე: იურისტებისპროფესიის შესახებ ევროპული კონვენციის პროექტის შემუშავება, საერთაშორისო რეგულაციების გაძლიერება წამებისა და სიკვდილით დასჯის დროს გამოყენებადი ნივთების ვაჭრობის წინააღმდეგდა უნარშეზღუდული მსჯავრდებულები ევროპაში.

ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე გაიმართება დისკუსია რეზოლუციის „ადამიანის უფლებათაევროპული სასამართლო: მომავლის გზა, მიღწევები და გამოწვევები" პროექტთან დაკავშირებით და წინასწარი მემორანდუმის განხილვა „ევროპული მულტინაციონალური სახელმწიფოების მართვისსაკითხებზე დემოკრატიულ მიდგომებთან მიმართებაში".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge