png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"საქართველოს პარლამენტართა საზოგადება" "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 07.03.2017
  • 11:35
 "საქართველოს პარლამენტართა საზოგადება" "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს

საქართველოს პარლამენტართა საზოგადება რუსთავი 2-ის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს. საზოგადოების წერილში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა  ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან. 

აქვე აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულმა ამბებმა ნათელი გახადა ქართული საზოგადებისათვის,  რომ დამოუკიდებელი, კრიტიკული მასმედიის შეჩერება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზის შეჩერება.

"საქართველოს პარლამენტართა საზოგადება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოს პარლამენტართა სხვადასხვა თაობას,  გულგრილი ვერ დარჩება ჩვენს ქვეყანაში  მიმდინარე მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ  არსებული ხელისუფლების პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა  ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან. რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულმა ამბებმა ნათელი გახადა ქართული საზოგადებისათვის, რომ დამოუკიდებელი, კრიტიკული მასმედიის შეჩერება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზის შეჩერება. პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში აშკარა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან ერთად ხელისუფლება ყველანაირად უწყობს ხელს ქვეყანაში შექმნას მართვადი ქაოსი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ქვეყნის გავლენის ზრდას, რომელსაც უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%.

"საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად, ქვეყანაში, სადაც არსებობს პოლიტპატიმრები, სრულიად აშკარა გახდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლის არარსებობა და მისი უზურპირება ერთპარტიული სისტემის მიერ. სრულიად მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები; არსებული რეჟიმი დაუპირისპირდა, არა მხოლოდ მასმედიის საშუალებებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტრადიციულ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, სადაც ის ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას. ბოლო წლებში ხელისუფლების პლიტიკამ გამოიწვია სასამართლო სისტემის კრახი, რისი მაგალითიც არის: რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები სასამართლოს ყველა საფეხურზე და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე უკნასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო (მოსამართლეეების მიმართ სხვადსხვა სახის ზეწოლების განხორციელება და ძალდატანებითი ცვლილებების შეტანა სასამართლოს მუშაობაში და სასამართლოს მოსამართლედ მმართველი პარტიის აქტივისტის განწესება, რომლის მიმართაც საზოგადოებაში კორუპციული ეჭვებიც არსებობს);

"ქვეყნის შიგნით არსებული სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფისა და ჩამოშლის ფონზე ქართულ საზოგადოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტების და საერთაშრისო სასამართლო ორგანოების მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადების შემდგომი განვითარებისათვის ბრძოლის გზაზე. 

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება მოგმართავთ თქვენ - მხარის დაუჭიროთ რუსთავი 2-ის სარჩელს, რათა შევინარჩუნოთ ტელევიზიის დამოუკიდებელი პოლიტიკა, შევინარჩუნოთ ფართო მასებისათვის კრიტიკული აზრი. ამჯერად რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნება არა მხოლოდ თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის არსებობის გარანტიაა, არამედ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლტიკური პროცესების დემოკრატიული განვითარებისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად. სახელმწიფოს მიერ მიღებული ეს უკანონო განაჩენი რუსთავი 2-ის მიმართ შესაძლებელია გახდეს ქვეყანაში მასობრივი პოლიტიკური მღელვარების მიზეზი, რამაც შესაძლებელია მიგვიყვანოს უმართავ ქაოსამდე.

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

მანანა ჯებაშვილი

ბეჟან ჯავახია

მამუკა გაჩეჩილაძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge