png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ენერგოეფექტურობის ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისთვის საქართველო საპილოტე ქვეყნად შეირჩა

  • პოლიტიკა
  • 09.03.2017
  • 15:55
 ენერგოეფექტურობის ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისთვის საქართველო საპილოტე ქვეყნად შეირჩა

ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვა და წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იმყოფებიან თბილისში ერთობლივი მისიით, რომლის მიზანია კერძო და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის მისაღწევად პოლიტიკის პრიორიტეტებისა და მდგრადი საინვესტიციო ინსტრუმენტების განხილვა.

თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლები შეხვდნენ დაინტერესებულ მხარეებს კერძო და საჯარო სექტორებიდან. შეხვედრების მიზანი იყო საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ღონისძიებებზე შეხედულებების გაზიარება. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის ოფისში დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ საქართველოში კერძო და საჯარო შენობებზე მთლიანი ენერგიის ხარჯვის დაახლოებით 30% მოდის, რაც საგრძნობლად აისახება როგორც ხალხის ჯიბეზე, ასევე გარემოზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც მოიმატებს, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დავუთმოთ ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, რის დასაწყებადაც კერძო და საჯარო შენობების მშენებლობა კარგი სფეროა. ჩვენ აქ ვიმყოფებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს და გაზრდის ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას“, აღნიშნა კატარინა მატერნოვამ.

„ენერგოეფექტურობა საქართველოსთვის EBRD-ის ახალი სტრატეგიის მნისვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც წელს დამტკიცდა. ჩვენი ბანკი თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას სამშენებლო სექტორში. ეს ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მორგებას. საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტის ამაღლების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს“, განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ.

ერთობლივი მისია ევროკავშირისა და პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია. ის მიმართულია შენობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და ინვესტიციების მეტი მხარდაჭერისკენ და მოიცავს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის რეგიონებს. შერჩეულ იქნა ოთხი საპილოტე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, სერბეთი და ტუნისი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ცალკეული ენერგოეფექტურობის პროექტების ნაცვლად ყურადღების გამახვილებას ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას და მდგრადი ინვესტიციების მატებას. შერჩეულ ქვეყნებში მისიების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, ევროკომისია გამოავლენს პრიორიტეტულ სფეროებს კერძო და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განსახორციელებლად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge