png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ბავშვთა სამყაროს“ საკითხზე თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 10.03.2017
  • 16:23
 „ბავშვთა სამყაროს“ საკითხზე თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრით დაზარალებულების სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, თავად დაზარალებულები, მეწარმეები, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მსხვილი კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მერის მოადგილეებმა ბანკების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია მათ მიერ სესხების რესტრუქტურიზაციის   მიმართულებით   გაწეულ მუშაობაზე. ხანძრის შედეგად, თბილისის მერიის ინიციატივითა და შუამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და მათთვის სესხის გადახდის 6 თვით გადავადების პროცესი დაიწყეს.

მერიის წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრაზე დასმული იქნა ახალი პრობლემური საკითხებიც, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების შემსუბუქების სხვა ღონისძიებებთან. ბანკებმა დაზარალებული მსესხებლებისთვის შეღავათიანი რეჟიმის ინდივიდუალურ პირობებში გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ამ პერიოდში ბანკების მიერ განხორციელებული რესტრუქტურიზაციის პროცესის შესახებ, რომელიც ეხება დაზარალებულებისთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებას. ბანკებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ მათი პორტფელის რა ნაწილი იქნა რესტრუქტურიზებული. ჩვენი მხრიდან ასევე დასმული იქნა ახალი პრობლემური საკითხები, მათ შორის, ახალი რესურსის მოძიების საკითხი. ბანკები მზად არიან, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილონ ეს შესაძლებლობები“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ,,ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს.

საშეღავათო პირობების განსაზღვრისთვის ბანკებს 200-მდე დაზარალებულმა მიმართა. ბანკებმა ყველა მათგანის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია განახორციელეს. ამასთან, მათ სხვადასხვა სახის საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ.

ამ ეტაპზე ბანკების მიერ რესტრუქტურიზებული თანხა ჯამში 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, საბანკო სექტორი, შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული პრობლემების გადაწყვეტაში.

„დღევანდელ შეხვედრაზე საბანკო სექტორი, მერიის ხელმძღვანელობა და დაზარალებულები კიდევ ერთხელ გავეცანით საკითხთან დაკავშირებულ   პრობლემებს. საბანკო სექტორი მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში ქმედითად ჩაერთოს. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ შეხვედრაზე წამოჭრილ ახალ პრობლემურ საკითხებს, დაზარალებულების მოთხოვნებს და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ეს საკითხი შესაძლებლობისამებრ გადავჭრათ“ - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge