png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი: მთის კურორტი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ხელმწისაწვდომი უნდა გავხადოთ

  • პოლიტიკა
  • 14.03.2017
  • 13:11
პრემიერ-მინისტრი: მთის კურორტი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ხელმწისაწვდომი უნდა გავხადოთ

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი  შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

„რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ, მართლაცდა, კარგი შესაძლებლობით, რათა გაჯანსაღდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უკეთესია. პირველი წელია, რაც ჩვენ დავაბრუნეთ საგაზაფხულო არდადეგები და მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტული სკოლა უკვე ინფრასტრუქურას ამზადებს  იმისთვის, რომ დასვენება იყოს ხელმისაწვდომი. როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტზე დასვენება არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით მას, მით უფრო გავაიაფებთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურსის დახარჯვა,“–აღნიშნა პრემიერმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000–მდე ბავშვმა დაისვენა. 

„სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, მთლიანი სტატისტიკით ამ არდადეგებზე  10 000–მდე ბავშვი იმყოფებოდა ზამთრის კურორტებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან , სახელმწიფო დაფინანსებით, დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე. მათი უმეტესობა, შესაძლოა, არ იყო ზამთრის კურორტზე ნამყოფი. დიდი გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს მასშტაბები იქნება ბევრად დიდი. ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა, ჩატარდა შეჯიბრებები ზამთრის სპორტის  სახეობებში. სპორტული სკოლები იყვნენ აქტიურად  ჩართულნი და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ იმუშავა ძალიან კარგად,“–განაცხადა განათლების მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge