png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ.მ-ზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება

  • ეკონომიკა
  • 17.03.2017
  • 10:52
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ.მ-ზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ. მეტრის ფართობზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება, რომელსაც ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი, F კოდის თვითმფრინავებისთვის გათვლილი, 105 მეტრის სიგრძის ბარგის ე.წ. „კარუსელი“ და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი ექნება. ტერმინალის მშენებლობის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. გიორგი გახარიამ მშენებარე ტერმინალი მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან, ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების,“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციისა“ და „ტავ ურბან ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია „ტავ ჯორჯია“ აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული. მოფრენის ახალი ტერმინალის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა, როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, შესაძლოა მშენებლობა უფრო ადრე - 2017 წლის ივნისში დასრულდეს.
„ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება და აეროპორტი - ეს არის ჩვენს ქვეყანასთან ტურისტის პირველი შეხება. აქ სერვისების ხარისხს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჭირო გახდა დამატებითი ტერმინალის აშენება, რაც 12 000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. აქ გადმოვა ტექნოლოგიების გარკვეული ნაწილი და ვფიქრობ, ჩამოსულ მგზავრებს ბევრად უფრო მაღალი დონის სერვისს მივაწოდებთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში ექნება ჩასხდომის 5 ხიდი და 6 „Bus Gate“. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ორივე ტერმინალი წელიწადში 3. 500 000 -ზე მეტ მგზავრს მოემსახურება.
„ვფიქრობთ, რომ 2017 წლის ივნისისთვის შევძლებთ ტერმინალის დასრულებას და უკვე გვექნება საშუალება მოვემსახუროთ 3,5 მლნ, მგზავრს. ახალი ტერმინალი მათ მისცემთ საშუალებას, იმგზავრონ უფრო კომფორტულად, გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები და გაიზარდოს სიხშირეები. მოფრენის ახალი ტერმინალი შედგება როგორც სერვის-შენობისგან, ისე ძირითადი შენობისგან, რომელიც არის სამსართულიანი. აქედან ერთი სართული მოემსახურება გაფრენა-მოფრენას, ხოლო დანარჩენი ორი სართული მოემსახურება მოფრენას“ - აღნიშნა „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge