png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 02.11.2015
  • 13:10
საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის სა "შპს ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს.

"აღნიშნული კონსტიტუციური დავის ფარგლებში, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს გადაწყვეტილება "ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვტილების აღსრულება შეუძებელი აღმოჩნდება".
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმის ფორმულირება ზედმეტად ფართო და ამდენად რთულად განჭვრეტადია, შეიძლება გამოყენებულ იქნას განუსაზღვრელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (ვინაიდან ქვეპუნქტში მითითება ხდება "ყველა სხვა საქმეზე"). მოსარჩელეთა აზრით, ასეთი რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ მათ საკუთრების უფლებას.
გარდა ამისა, მოსარჩელეთა მიერ სადავო არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე წინადადება, რომელიც დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტლების მიღების შესაძლებლობას ზეპირი განხილვის გარეშე უშვებს. მოსარჩლეები კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის განხილვის პროცესში მათ არ ეძლევათ შესაძლებობა წარადგინონ მოსაზრებები და დაიცვან საკუთარი პოზიციები, ამით მათ გაუმართლებლად ეზღუდებათ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები (სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები)", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge