png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ვინაობა 19 ნოემბერს გაირკვევა

  • სამართალი
  • 02.11.2015
  • 14:13
მთავარი პროკურორობის კანდიდატის ვინაობა 19 ნოემბერს გაირკვევა

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ვინაობა გაირკვევა 19 ნოემბერს გაირკვევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს ფუნქციები კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ საბჭოში არის 8 პროკურორი, 2 მოსამართლე, 1 ადვოკატი, 1 აკადემიური წრეებიდან წარმომადგენელი და 1 დეპუტატი. მისი თქმით, ამ საბჭოს ფუნქცია არ არის რომელიმე საქმეზე გამოძიების ჩატარება ან პროკურატურის ორგანოებისთვის მითითება, ესა თუ ის საქმე როგორ გამოიძიოს.

"დღეისათვის შემოსულია 3 კანდიდატურა. ესენია: კახი კახიშვილის, ირაკლი შოთაძის და პაატა შავაძის. კახი კახიშვილმა მოხსნა კანდიდატურა და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, მე მის შეყვანას სამკაციან სიაში ვეღარ შევძლებ. კონსულტაციები, იუსტიციის მინისტრსა და აკადემიურ წრეებს, არასამთავრობოებს შორის გაგრძელდება 13 ნოემბრამდე. 19 ნოემბერს, 11 საათზე საბჭო ისევ შეიკრიბება, სამი პირისგან შემდგარ სიას განიხილავს, უყრის კენჭს და რომელი კანდიდატურაც მიიღებს უფრო მეტ ხმას, ის იქნება წარდგენილი მთავრობის წინაშე. ჩვენ შევთანხმდით იმ თავისებურებებზე, როგორ უნდა ჩატარდეს კენჭისყრა 19 ნოემბრის სხდომაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს ბიულეტენები, ყუთი, დამკვირვებლებსაც მოვიწვევთ ვისაც სურვილი ექნება, მათ შორის, მედიას და 19 ნოემბრის შემდეგ მე უკვე შევძლებ, რომ გამარჯვებული კანდიდატი წარვუდგინო მთავრობას, რომელიც თავის მხრივ, ამ კანდიდატს ასარჩევად გადააგზავნის პარლამენტში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge