png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Ural Airlines-ი სანქტ-პეტერბურგი-ქუთაისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ავიარესებს იწყებს

  • ეკონომიკა
  • 30.03.2017
  • 17:21
 Ural Airlines-ი სანქტ-პეტერბურგი-ქუთაისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ავიარესებს იწყებს

ავიაკომპანია „Ural Airlines” საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი დანიშნულების პუნქტიდან, უკვე არსებულ მიმართულებებზე კი - გაზრდილი სიხშირით განახორციელებს.

28 აპრილიდან, ავიაკომპანია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას სანქტ-პეტერბურგი - ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგის საჰაერო ხაზზე იწყებს. რეისები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.

ავიაკომპანიის მხრიდან ფრენის სიხშირის მატება დაფიქსირდება მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით. წინა წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში ხსენებულ საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდებოდა კვირაში 5 სიხშირით, ხოლო მიმდინარე წლის 3 მაისიდან, ფრენები განხორციელდება ყოველდღიურად, კვირაში 9 სიხშირით (დღეში 2 რეისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას).

ფრენებს ავიაკომპანია Airbus A319/320/321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 20 მარტს მიენიჭა.

ახალი ავიარეისები და საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეორგაფიული არეალი გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ასევე რუსი ტურისტების გადაადგილებას საქართველოს ქალაქებისა და ტურისტული ზონების მიმართულებით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge