png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 20 661 - შსს

  • სამართალი
  • 31.03.2017
  • 19:08
საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 20 661 - შსს

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 35 997 რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 20 661, რაც დანაშაულთა 57,4 %-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულს ტერიტორიული განაწილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულთა 40,5 % მოხდა თბილისში, 8,3 % - ქვემო ქართლში, 3,1 % - გურიაში, 10,8 % - აჭარაში, 8,9 % -სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5 % - იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2 % - სამცხე-ჯავახეთში, 5,4 % - შიდა ქართლში, 6,5 % - კახეთში, 2,7 % - მცხეთა-მთიანეთში, 0,1 % - აფხაზეთში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს დანაშაულთა გარკვეული კატეგორია გაიზარდა, გარკვეული კი შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით ქურდობის 418 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წელს, შსს-ს მიერ რეგისტრირებული იყო ქურდობის 9 228 შემთხვევა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 9 646-მდე გაიზარდა.

393-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტებიც. კერძოდ, თუკი 2015 წელს სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის 963 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 1 356 შეადგინა.

ასევე, 361-ით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტებმა. კერძოდ, 2015 წლის მონაცემებით, აღნიშნული კატეგორიის 2 112, 2016 წელს კი - 2 473 შემთხვევა დაფიქსირდა.

260 შემთხვევით გაიზარდა კიბერდანაშაულის მაჩვენებელი (2015 წელს - 240, 2016 – 500) და 112 შემთხვევით - ცივი იარაღის ტარება (2015 წელს - 159, 2016 წელს - 216). ასევე 2015 წელთან შედარებით (111 შემთხვევა), 2016 წელს მკვლელობის 3-ით მეტი ფაქტი დაფიქსირდა (114).

რაც შეეხება დანაშაულთა იმ კატეგორიას, სადაც მაჩვენებელი შემცირებულია, ესენია: ყაჩაღობა (100 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს - 367, 2016 წელს - 267); ძარცვა (70 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს 437, 2016 წელს - 367); ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (62-ით ნაკლები: 2015 წელს - 312, 2016 წელს - 250); ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (76 ფაქტით ნაკლები: 2015 წელს - 1 604, 2016 წელს - 1 528); ხულიგნობა (33-ით ნაკლები: 2015 წელს - 132, 2016 წელს - 99) და მკვლელობის მცდელობა (37 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს - 124, 2016 წელს - 87).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge