png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნოდარ ჯავახიშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 02.11.2015
  • 17:12
 ნოდარ ჯავახიშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხით გერმანია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად მასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თანამშრომლობის თვალსაჩინო დასტურია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკთან (KfW) ერთად განხორციელებული პროექტები, რომლის საფუძველზე ქალაქ ქუთაისში მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემა მოეწყობა.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი ასევე წარმატებით თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო.

მინისტრის განმარტებით, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთანაც(GIZ). მათთან ერთად ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა „სამხრეთ კავკასია“ ძირითადი აქტივობები საქართველოში“.

 გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება აქტიურადაა ჩართულია რეგიონული განვითარების სააგენტოების გამოცდილების გაზიარების კუთხით და ასევე რეგიონული განვითარების ფონდისათვის პროექტების შერჩევის კრიტერიუმების დახვეწის მიმართულებით.

ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრა გერმანიის ელჩმაც, ბეტინა კადენბახმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი პროექტები ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge