png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთის კურორტების განვითარებას

  • კომენტარები
  • 05.04.2017
  • 13:21
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთის კურორტების განვითარებას

საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთის კურორტების განვითარებას, - განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში იმართება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა დიდი პატივია საქართველოსთვის, რომელიც თავისი უძველესი ტრადიციებითა და ისტორიით სამართლიანად ამაყობს.

გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მასპინძლობით, საფუძველი ეყრება კიდევ ერთ მნიშვნელოვან წამოწყებას, რითაც საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთის კურორტების განვითარებას.

„მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი მნიშვნელოვანი თანამდებობა - პირველი - წილად მერგო დიდი პატივი, ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე -  სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების პროექტების მენეჯერი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი - გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. გარდა ამისა, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოტენციალი, რის შედეგად, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის“ პროექტის ფარგლებში არის დღევანდელი კონფერენციის გენერალური სპონსორი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge