png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება

  • პოლიტიკა
  • 10.04.2017
  • 19:25
 გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მაჰეშ შარმამ და გიორგი გახარიამ საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის, ვაჭრობის, საჰაერო მიმოსვლისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში აქვთ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი - შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ მისი მხარდაჭერის საკითხი მაისში დაგეგმილ არჩევნებში.

„დღეს დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ მემორანდუმის ხელმოწერა ინდოეთსა და საქართველოს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ. ეს არის ძალზე სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ენერგია უნდა შესძინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან. განვიხილეთ კონკრეტული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, მაგალითად, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული გაცვლის რეჟიმებსა და მათ ინტენსივობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ–ერთი თემა იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობები, რამაც ასევე მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესაქტივობებს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა - „ინდოეთის ტურიმზისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან ასევე განვიხილეთ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაისში დაგეგმილი არჩევნები და საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის საკითხი. ეს ყველაფერი იყო ძალზე თბილ, მეგობრულ რეჟიმში და შემიძლია აღვნიშნო, რომ ნაყოფიერ რელსებზე დგება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები“.

ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საინტერესო შეხვედრა შედგა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც საკმაოდ დაინტერესებულია საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობით. „ძალიან საინტერესოა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსა და ინდოეთს შორის. ეს არის დიდი ქვეყანა ტერიტორიულად ჩვენთან ახლოს, აქვს საინტერესო ბაზარი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ერთ–ერთი პირველი, მაღალი დონის ვიზიტი და იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობების დინამიკა სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და შედეგიანი იქნება“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge