png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

იუსტიციის მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები მიიღო

  • პოლიტიკა
  • 03.11.2015
  • 12:31
იუსტიციის მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები მიიღო

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდნენ. დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი ხელმძღვანელობს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო. მინისტრმა დელეგაციის წევრებს თავისი პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი ალექსანდრე ბარამიძე წარუდგინა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში საკანონმდებლო რეფორმებს ხელმძღვანელობს და ამ პროცესში უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთან.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რომ ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოსულიყო ევროპულ სამართალთან, რათა მომხდარიყო ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული  ვალდებულებების ეფექტური და სწრაფი შესრულებისთვის იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა სრულიად ახალი − ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდება და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებით დასრულდება.

დელეგაცია საქართველოს 5 ნოემბერს დატოვებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge