png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 12.04.2017
  • 14:32
 საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპატმა მოაწერეს.

ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ეფუძნება ,,ღია ცის“ ლიბერალურ პრინციპებს, რომელიც ითვალისწინებს ავიასაწარმოების დანიშვნას და მათ მიერ ტარიფების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ფრენების სიხშირის ურთიერთშეთანხმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულებას ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების თვალსაზრისით. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის დანიშნულების პუნქტებად განისაზღვრა დელი, მუმბაი, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ, ჩენაი და გოა.

„ღია ცის“ შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს ავიაციისა და ფრენების განვითარებას. ვთვლით, რომ როდესაც ვემზადებით ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და ვიკვლევთ ამ მიმართულებას, პირდაპირი ფრენები და „ღია ცის“ რეჟიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესის ურთიერთკონტაქტებისთვის და ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“–  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და ინდოეთს შორის მომავალი ურთიერთობების განვითარების მხრივ – ეს არის ხალხთაშორის ურთიერთობა, ეს არის კულტურული და ეკონომიკური კავშირები და საერთო ჯამში, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები, რომ დაიწყოს პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის“– განაცხადა საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილმა.

საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობდა.  ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გააქტიურდა 2016 წლიდან. 2016 წლის 9 ნოემბერს, თბილისში,  საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სამოქალაქო ავიაციის საკითხებთან დაკავშირებით.  2017 წლის 9-10 იანვარს  თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ინდურ მხარესთან, რომლის შედეგად  საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის თანახმად, მომზადდა შეთანხმების პროექტის შეჯერებული, საბოლოო  ვერსია, რომელსაც ინდოეთში, მიმდინარე წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge