png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

  • სამართალი
  • 13.04.2017
  • 13:30
 სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული ერთიანი სტრატეგია და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. ღონისძიების მონაწილეებმა 2016 წლის ანგარიშიც მოისმინეს.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა; სასამართლო რეფორმა; სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა; პრობაციის სისტემის რეფორმა; პოლიციის რეფორმა; პროკურატურის რეფორმა; იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა; სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; იურიდიული განათლების რეფორმა; სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.

დღეს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არაერთ სიახლეს ითვალისწინებს. კერძოდ:

  • სასამართლო რეფორმის მიმართულებით − მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა, მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა, საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების გაფართოების დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები უზენაეს სასამართლოში, საქმეთა ელექტრონული სისტემის დანერგვა, ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის ინსტრუქციების შემუშავება;
  • პროკურატურის სისტემის რეფორმის მიმართულებით − ახალი სტრატეგიის იმპლემენტაცია; პროკურორთა შეფასების სისტემა და ეთიკის კოდექსის დანერგვა;
  • სისხლის სამართლის კოდექსის მიმართულებით −გადახედვა და ცვლილებების მიღება, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით − პროფესიონალთა − არასრულწლოვანთა საქმეების გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და საქმეში ჩართული სხვა სპეციალისტების მომზადება; სასჯელის ალტერნატიული სახის − შინაპატიმრობის იმპლემენტაცია.

სისხლის სამართლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია, აგრეთვე, უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების; პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმების დახვეწა; ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ფსიქიატრიული სერვისების განვითარება.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები − აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge