png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

  • კულტურა
  • 27.04.2017
  • 17:09
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. მიმდინარე სარესტავრაციო პროცესის ადგილზე გასაცნობად, 27 აპრილს, სამონასტრო კომლექსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური  დირექტორი  ნიკოლოზ  ანთიძე  ეწვია. 

ჭვარტლის ფენით დაფარული XII საუკუნის კედლის  მხატვრობის რესტავრაციაზე თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი მუშაობს, რომელმაც ხანძრის შემდეგ დაზიანებული  ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს  ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის  წევრებთან  ერთად დაიწყო. ადგილზე  მოხდა  მდგომარეობის  აღწერა-შეფასება; გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა სარესტავრაციო  მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან  პრევენციული ღონისძიებებისთვის  რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს  მომავალში  ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის  ინტერიერში  ხანძარსაწინააღმდეგო  სისტემის, ჰაერის  გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის  დარეგულირებისა და განათების მოწყობას გულისხმობს.  

ჭვარტლის  ფენით დაფარული მხატვრობის  სარესტავრაციო პროცესის პარალელურად, სააგენტო აქტიურად  აგრძელებს  ვარძიის ფასადის კრიტიკული სეგმენტების სარესტავრაციო სამუშაოებს, რაც კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლის კედელის ანკერული ბურღვების მეთოდით გამაგრებას გულისხმობს. 

ამავდროულად, 2017 წელს სააგენტოს  დაკვეთით, განხორციელდება ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ციფრული სკანირება. გარდა ამისა, მიმდინარე  წლის განმავლობაში სააგენტოს ინიციატივით, ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში შესრულდება სხვადასხვა  სახის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები. 26 პუნქტიანი გეგმა მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე  სარეკრეაციო ზონების მოწყობასა და სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, მოიცავს ახლად გამოვლენილი კლდოვანი ქვაბურების არქეოლოგიურ გაწმენდას, ანაზომების შესრულებას და არქეოლოგიური ანგარიშის დამუშავებას. არქეოლოგიური გაწმენდითი სამუშაოებისას გამოვლენილი არტეფაქტები დამუშავდება და მუზეუმ-ნაკრძალის ფონდს გადაცემა. პარალელურად ისტორიულ–არქიტექტურული კომპლექსის სხვადასხვა ზონებზე გაგრძელდება ქვისცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ცალკეული  ადგილების გასუფთავებას, საფიქსაციო ბადის გაკვრასა და დამცავი საყრდენი კედლის მოწყობა–მოპირკეტებას  გულისხმობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge