png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.05.2017
  • 15:25
აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში ჩაერთო და პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როცა ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები საქართველოს კონსტიტუციიდან მთავარსარდლის გაქრობა პრინციპულ პრობლემას ქმნის.

"ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერ-მინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც კი არ აქვს გადაწყვიტოს გამოაცხადოს თუ არ გამოაცხადოს ომი.

როდესაც არის ომიანობის მდგომარეობა, პრეზიდენტი მართავს ქვეყანას დეკრეტებით. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არავითარი შეხება არ ქონია რეალურად არც შეიარაღებულ ძალებთან და არც ქვეყნის მართვასთან'', - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გადასინჯულიყო ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ცვლილებებით უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპების გადასინჯვა.

"აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება, მათ შორის ეს უნდა მომხდარიყო აჭარის მაგალითზე, მათ შორის აჭარამ უნდა აჩვენოს, რომ აი ასეთი ავტონომია შეიძლება იყოს და დაინახონ ჩვენმა ძმებმა, აფხაზეთში და ოსეთში, როგორც შეგვიძლია ვამუშაოთ ავტონომიები ერთიან სისტემაში'', - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge