png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ხალხს ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის პოლიტიკურ ტრადიციას - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.05.2017
  • 16:21
ხალხს ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის პოლიტიკურ ტრადიციას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღო მონაწილეობა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთადმოსახლეობას კონსტიტუციური რეფორმის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდეტის განცხადებით, კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტია და მთავარი, რითიც იზომება მისი ხარიხსი არის ის, როგორ თანხმდება საზოგადოება ერთად ცხოვრების მთავარ, ფუნდამენტურ წესზე.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი", ეს არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთელსაზოგადოებას ერთიან პროცესში აერთიანებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს პროცესის თანამონაწილე.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს მიერ.

ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა გვაქვს არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში. ჩვენ უფრო ნათლად უნდა ვხედავდეთ სირთულეს, ამ სირთულეების ფონზე კონსტიტუციაში მთავარსარდლისფუნქციები გამქრალია.

„კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, ნათქვამია, რომ ეს სტატუსი შენარჩუნებულია, თუმცა, არცერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორცუმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს ფაქტიურად აღარ არის შენარჩუნებული.

პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის უშიშროების საბჭოს საკითხი. წარმოდგენილი მოდელი გვთავაზობს გავაუქმოთ უშიშროების საბჭო და შევქმნათ თავდაცვის საბჭო, რომელიც ფუნქციონირებსმხოლოდ ომის დროს.

პროექტის მიხედვით, პრემიერმინისტრი ეუბნება პრეზიდენტს გამოაცხადოს ომი და პრეზიდენტს არ აქვს არავითარი უფლება იკითხოს რატომ აცხადებს ომს. პირდაპირ უნდა  მოაწეროს ხელი ამდოკუმენტს კითხვის გარეშე და გადაუგზავნოს ის პარლამენტს.

ჩემი კითხვაა -  რა საჭიროა ასეთი ხელმოწერა. ან რა საჭიროა ასეთი მთავრსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია თუ არა", - აღნიშნა საქართველოსპრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია, რომელშიცსაქართველოს მოქალაქეები თავის თავს ხედავენ ქვეყნის, სახლემწიფოს ხელმძღვანელის ამრჩევად.

საქართველოს პრეზიდენტი გარკვეულწილად მმართველი ძალის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ თითქოს პირდაპირი წესით პრეზიდეტის არჩევის შემთხვევაში ჩნდება ოდიოზური ფიგურის არჩევისსაფრთხე.

„რატომ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ თქვენ არ ხართ კვალიფიციური აირჩიოთ პრეზიდენტი, რომ თუ თქვენ მოგანდეთ არჩევანის უფლება, თქვენ აირჩევთ ოდიოზურ ფიგურებს.

ოდიოზური ფიგურები პოლიტიკაში ყოველთვის ჩნდებიან, დღეს 9 მაისია, ერთერთ ასეთ ოდიოზურ ფიგურაზე გამარჯვების დღესასწაული. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოვიდა ესპოლიტიკური ფიგურა ხელმძღანელობაში? ოდიოზური ფიგურა სხვა თემაა.

დემოკრატიის ძირი და საფუძველი ამომრჩეველია. ხალხს რომ ართმევ ამ უფლებას არგუმენტი ის რომ თურმე ხალხმა შეიძლება ოდიოზური ფიგურა აირჩიოს, ჩემი პოლიტიკური ფილოსოფიისთვისმიუღებელია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო სისტემის იმ ხარვეზებზე და საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციური პროექტითაა განსაზღვრული - ეს 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება,საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა და გადაუნაწილებელი ხმების განაწილების ბონუსსისტემაა.

პრეზიდენტის განმარტებით, ეს საკითხები კითხვებს აჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაძლიერდებიან ოპოზიციური პარტიები, ვერ შეძლებენ არსებული ბარიერის გადალახვას, შედეგად კი ვერმივიღებთ მრავალფეროვან პარლამენტს. 

„მე ველი ისეთ საქართველოს, სადაც იქნება 3-4 ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლებიც იკამათებენ, მაგრამ არ მოუნდებათ ერთმანეთის განადგურება და ციხეში ჩასმა", -განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge