png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო

  • პოლიტიკა
  • 10.05.2017
  • 18:12
თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო

თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო. იუსტიციის მინისტრმა  ხოსე მარკენიო დე ლანოს საქართველოში ჩამოსვლა მიულოცა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საერთაშორისო კავშირმა თავისი გენერალური საბჭოს სხდომის ადგილად სწორედ საქართველო შეარჩია.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი პატარიძე, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, აგრეთვე, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის ქვეყნების ვიცეთავმჯდომარე სიგრუნ ერბერ ფალერი. საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოში ნოტარიატის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელთა დასაძლევადაც ყველა ქვეყანა დგამს ნაბიჯებს. იუსტიციის მინისტრმა კავშირის თავმჯდომარეს ამ გამოწვევათა დასაძლევად საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გააცნო ის რეფორმები, რომლებიც გატარდა და მომავალში გატარდება; სტუმარს, ასევე, ესაუბრა ნოტარიატში ბლოკჩეინის სისტემის, როგორც დამატებითი სერვისის, დანერგვის შესახებ.

ხოსე მარკენიო დე ლანომ  სანოტარო სისტემაში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასა  და საქართველოს ნოტარიატის კონტინენტური სისტემის განვითარება მიულოცა.

ხოსე მარკენიო დე ლანო საქართველოში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მასპინძლობს. გენერალური საბჭოს სხდომას 90-მდე ქვეყნის 200-მდე ნოტარიუსი ესწრება. ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია ვიზიტი უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. 2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრ ქვეყნად გამოაცხადეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არა მხოლოდ სისტემატურად მონაწილეობს  საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს, არამედ მასპინძლობს კიდეც კონფერენციებს. გასულ წელს საქართველოში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კონფერენცია წარმატებით ჩატარდა უშუალოდ იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და ძალისხმევით. ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე მინისტრს მადლობაც გადაუხადეს სტუმრებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge