png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბუქარესტში მომიტინგეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

  • მსოფლიო
  • 04.11.2015
  • 11:35
ბუქარესტში მომიტინგეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

რუმინეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს. მისი მონაწილეები მინისტრთა კაბინეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

AssociatedPress-ის ინფორმაციით, 20 ათასამდე პროტესტანტმა რამდენიმე ქუჩა დაიკავა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისკენ გაემართა.

მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და ბუქარესტის მერის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო გამოსვლები ღამის კლუბში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. როგორც ცნობილია, კლუბში გაჩენილ ხანძარს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციელთა კორდონებმა მომიტინგეებს მთავრობის შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მერიასთან გადაინაცვლეს.

პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი. თუმცა მანიფესტანტები ამ ღონისძიებას არასაკმარისად მიიჩნევენ და პონტას გადადგომას მოითხოვენ.

 31 ოქტომბერს ბუქარესტის ღამის კლუბში ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა. კლუბში მყოფმა ადამიანებმა შენობის დატოვება დროულად ვერ შეძლეს. ჭყლეტვაში 200-მდე ადამიანი დაშავდა. კლუბში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რაც დაშვებულზე გაცილებით ბევრი იყო. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge