png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სასამართლო სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს სტატისტიკა - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 11.05.2017
  • 18:07
 სასამართლო სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს სტატისტიკა - ირაკლი კობახიძე

„ვფიქრობთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს მათ შორის სტატისტიკა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პროცესის კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა, სასამართლო კორპუსში არსებული მდგომარეობა შეაფასა.

„მე შეგნებულად არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და მათ მიერ არის მისაღები გადაწყვეტილებები მოსამართლეთა განმწესებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, სასამართლო კორპუსში არსებულ მდგომარეობას, არის ძალიან ბევრი ძველი მოსამართლე. აქ ორი ალტერნატიული გზა არსებობდა, ერთი გზა არის ის, რომ განხორციელო ტოტალური წმენდა, რაც 2004 წლიდან ძალიან ცუდად გვახსოვს, მეორე ვარიანტი ის არის, რომ სისტემა გააჯანსაღო შინაარსობრივად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს მათ შორის სტატისტიკა,რომელიც არის ფუნდამენტურად შეცვლილი ყველა სფეროში-ეს არის სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და სამოქალაქო სამართალი. სისტემა არის გაჯანსაღებული. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ბოლო წერტილი ამ რეფორმის, რეფორმა უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ შედეგად უნდა მივიღოთ ევროპული ტიპის სასამართლო სისტემა საქართველოში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge