png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

  • მსოფლიო
  • 04.11.2015
  • 14:15
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ საპროტესტო აქციების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. საპროტესტო აქციები რუმინეთის დედაქალაქში ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შემდეგ დაიწყო. როგორც ცნობილია, ხანძარმა 32 ადამიანი იმსხვერპლა.

20 ათასზე მეტი დემონსტრანტი პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ ბუქარესტის იმ რაიონის ხელმძღვანლობის გადადგომას, სადაც ღამის კლუბი მდებარეობდა.

ვიქტორ პონტას თქმით, მასთან ერთად თანამდებობებს მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი დატოვებს.

”ვინმემ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეს სერიოზული საკითხია და ჩვენ სიტუაციის სწრაფად მოგვარების პირობას ვდებთ”, - განაცხადა მმართველმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლივიუ დრაგნიამ.

ღამის კლუბში ხანძარი 31 ოქტომბერს მოხდა. კონცერტის დროს შენობაში ცეცხლი გაუჩნდა პიროტექნიკას, რომლის გამოყენების ლიცენზია კლუბის მფლობელებს არ ჰქონდათ.

შენობაში 400 ადამიანი იმყოფებოდა. ღამის კლუბის მფლობელები დაკავებულები არიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge