png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

GCAA საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს, ICAO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს

  • ეკონომიკა
  • 04.11.2015
  • 17:00
GCAA საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს,  ICAO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA), საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს, ფრენების დაგეგმარებისას და რისკების შეფასებისას ICAO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რათა მათ ფრენისთვის ალტერნატიული მარშრუტები გამოიყენონ.
ICAO-ს მიერ, წევრი სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ წერილებზე და EASA-ს ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენებზე დაყრდნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ ავრცელებს იმ რეგიონების ჩამონათვალს რომელთა საჰაერო სივრცის თავზე, აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, შექმნილია მაღალი რისკი სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის:
დამასკო (სირია);
დნეპროპეტროვსკი, სიმფეროპოლი (უკრაინა);
ბაღდადი (ერაყი);
ტრიპოლი (ლიბია);
ქაბული (ავღანეთი);
ლაჰორი, კარაჩი (პაკისტანი);
სანაა (იემენი);
ხართუმი (სუდანი, სამხ. სუდანი)
თეირანი (ირანის ჩრდ.დასავლეთით)
მოგადიშუ (სომალი)
საბრძოლო მოქმედებების რეგიონებში იარაღიდან, ყუმბარმტყორცნებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხებიდან და პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან (MANPADS) ცეცხლის შესაძლო გახსნის გამო, განსაკუთრებით რისკის შემცველია ფრენები FL260 (7924მ.) ეშელონზე და მის ქვემოთ.
როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს, სინაის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენამდე, რამდენიმე ავიაკომპანიამ სინაის ნახევარკუნძულის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილის საჰაერო სივრცის თავზე ფრენების უსაფრთხოებისათვის შექმნილი მაღალი რისკის გამო, ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობის რეკომენდაცია EASA-ს ბიულეტენზე დაყრდნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გასული წლის ნოემბრიდან ქართულ ავიაკომპანიებსაც მიეცათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge