png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გაერთიანებული პროფკავშირების წევრებთან განიხილა

  • პოლიტიკა
  • 25.05.2017
  • 18:25
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გაერთიანებული პროფკავშირების წევრებთან განიხილა

გიორგი მარგველაშვილი დღეს „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული პროფკავშირების წევრებს შეხვდა.

შეხვედრა, რომლის მოდერატორიც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იყო, წუთიერი დუმილით დაიწყო. პრეზიდენტმა და შეკრებილმა საზოგადოებამ ფეხზეადგომით პატივი მიაგეს ტყიბულში დაღუპულ მაღაროელთა ხსოვნას.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში შრომით უფლებებზე, სოციალური სახელმწიფოს პირობებში შრომის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა გაოცება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, მათი სურვილის მიუხედავად, არ იყვნენ ჩართულისაკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახლემწიფოა და ეს ფრაზა მნიშვნელოვანი შემაერთებელი ფაქტორი გახდება ქართული საზოგადოებისათვის. რადგან ერთმანეთზე ზრუნვის, მხარდაჭერის, პრობლმების გაზიარების ტენდენცია ქართული კულტურის ნაწილია.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ინდივიდზე, მოქალაქეზე ზრუნვა სახლემწიფოს ერთერთი ფუნქცია იქნება.

პრეზიდენტის განცხადებით დღეს დგას საჭიროება, რომ თავისუფალი შრომა ავიყვანოთ თავის რეალურ შინაარსამდე. დავაფასოთ დასაქმებულის თვითრეალიზაცია და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ბაზარმა მკაცრი მოთხოვნების წინაშე დააყენა.

პროფკავშირებისათვის მისაღებია კონსტიტუციაში "სოციალური სახელმწიფოს" ჩანაწერი, თუმცა შეხვედრაზე დაისვა კითხვები სოციალურ პარტნიორობასთან და კონსტიტუციაში 94-ე მუხლისარსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, შრომის ინსპექციის თემაზე.

„ერის ისტორიიდან და მისი ფსიქიკიდან გამომდინარე, მე მჯერა რომ საქართველოსთვის მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა დემოკრატიაა და ეს ნიშნავს, იმას რომ ყველა მოქალაქერაღაც ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახლემწიფოს მართვაში.

როცა ვამბობ, რომ ამის მჯერა ეს ნიშნავს იმას, რომ მე ამ ნაწილში ვხედავ პასუხებს კითხვებზე. მე ვხედავ რომ პასუხი ბევრ კითხვას, უნდა გასცეს საზოგადოებამ და ეს პასუხები მუდმივად უნდა მოვიძიოთ.

დემოკრატია უნდა იყოს ჩვენი მმართველობის ფორმა. იქ სადაც გაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად უფლებამოსილება უნდა გადასცე ხალხს.

მისცე თავისუფლება გადაწყვიტონ და ეს ნიშნავს იმასაც, რომ მათ მისცე უფლება შეეშალოთ რაღაცა გადაწვეტილებები.

იმიტომ რომ თავისუფლება თავისთავად გულისხმობს შეცდომის უფლებასაც. ამ კუთხიდან ვუყურებ მე ყველაფერს რაზეც დღეს ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან მიმართებაში,"- აღნიშნასაქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატიის მთავარი ღირებულებაა ის, რომ გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს საზოგადოება, მათ შორის, ისეთ საკითხზე, როგორიცააპრეზიდენტის არჩევის თემა.

„ისე უნდა ირჩეოდეს პრეზიდენტი, როგორც ქართველ ხალხს უნდა - ეს არის ჩემთვის ამოსავალი. შეიძლება იატალიაში სხვანაირად ირჩევენ და მაგადასკარში სხვანაირად, მაგრამ ამ მოდელებსშორის განმასხვავებელი და პასუხზე კითხვის გამცემი ჩემთვის არის ერთადერთი რამ - როგორ სურს ქართველ ხალხს?''- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრიაჩიხრაძე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge