png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო ფორმატში იწყება

  • პოლიტიკა
  • 05.06.2017
  • 13:44
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო ფორმატში იწყება

„კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვები საპარლამენტო ფორმატში მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიმართება", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლიკობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეიდან, პარასკევის ჩათვლით, საკომიტეტო მოსმენები ხუთ კომიტეტში ჩატარდება, რის შემდეგაც კონსტიტუციურ კანონის პროექტს კანონმდებლებიპირველი მოსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

„ჩვენ გვინდოდა, რომ მორიგ სესიებზე ჩაგვეტარებინა კანონპროექტის განხილვა 12 ივნისის და 26 ივნისის კვირაში, თუმცა, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა დაინიშნა 16 ივნისს დაჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება მოსმენა და დაგვჭირდება რიგგარეშესხდომის მოწვევა 18 ივნისის კვირაში, როდესაც საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გაიმართება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურები განმარტა და განაცხადა, რომ კანონპროექტი, ორი მოსმენით ივნისისბოლომდე, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნება განხილული და მიღებული.

„ამის შემდეგ გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა. კანონპროექტს მეორე მოსმენით უკვე ამსესიის ბოლო კვირის განმავლობაში განვიხილავთ და მივიღებთ. როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი ივნისის ბოლომდე, მიმდინარე საგაზაფხულო სესიისდასრულებამდე იქნება განხილული და მიღებული", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოოდ, მესამე მოსმენით კონსტიტუციურ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს და მიიღებს.

„საბოლოოდ, რა თქმა უნდა, მესამე მოსმენით იქნება განხილული და მიღებული კანონპროექტი უკვე მომდევნო, საშემოდგომო სესიაზე. სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართებაკანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენით. ასეთია ჩვენი გეგმა", - განახადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge