png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: ეკოლოგია საზღვრებს არ ცნობს

  • კომენტარები
  • 05.06.2017
  • 17:06
გიორგი მარგველაშვილი: ეკოლოგია საზღვრებს არ ცნობს

საქართველოს პრეზიდენტი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება:

,,გლობალიზაციის პროცესებმა მსოფლიო ქვეყნები და ადამიანები ერთმანეთს დაგვაახლოვა. მან ასევე გვაჩვენა, რომ პლანეტაზე - ჩვენ საერთო სახლში, არა მხოლოდ უკეთესი მომავლის პროექტები, არამედ - საფრთხეები და გამოწვევებიც გვაერთიანებს. მსოფლიო ქვეყნებს ერთმანეთისაგან საზღვრები ყოფს. მაგრამ ეკოლოგია საზღვრებს არ ცნობს.  გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დარღვევა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების გაღარიბება, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების სწრაფი ხარჯვა და მრავალი სხვა პრობლემა მოქმედებს თითოული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ვითარების შესაცვლელად საჭიროა ყველა ქვეყნის, თითოული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევა.

ბუნების მიმართ  ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ემსახურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1972 წელს დაარსებული  გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც დღეს აღნიშნავს მთელი მსოფლიო.

ახალი ეკოლოგიური აზროვნების საფუძველზე გლობალური გაერთიანების საუკეთესო მაგალითია 2015 წლის პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ორასამდე ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა.

მჯერა, რომ მსგავსი ერთიანობით, გლობალური ძალისხმევით შევქმნით მსოფლიოს, რომელშიც ჩვენ და ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში, ბუნებასთან ჰარმონიაში ვიცხოვრებთ”, - ნათქვამია გაცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge