png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის აჭარის მთავრობა 9 %-ით მეტ თანხას დახარჯავს

  • ეკონომიკა
  • 05.11.2015
  • 15:23
რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის აჭარის მთავრობა 9 %-ით მეტ თანხას დახარჯავს

რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის აჭარის მთავრობა 9 %-ით მეტ თანხას დახარჯავს, ვიდრე ეს 2015 წლის ბიუჯეტით ქონდა გათვალისწინებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2016 წელს აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენისთვის 295 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში, მომვალ წელს დაგეგმილია რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საპრომოუშენო მასალების მომზადება, საერთაშორისო საინვესტიციო ტურების ორგანიზება და ასევე ბათუმის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი -Invest in Batumi 2016-ის ჩატარება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რეგიონის პრომოუშენისთვის გეგმით გათვალისწინებული ბიუჯეტის 79,3 %-ი უკვე ათვისებულია.

მიმიდნარე წელს კი სამინისტროს მიერ განხორციელდა რეგიონის საინვესტიციო საპრომოუშენო მასალების განახლება (ჟურნალი Invest In Batumi, ბორშურები - Doing Business, Facts and Figures, Gambling, და Miracle). მომზადდა ორი ვიდეო პრეზენტაცია - ქობულეთის თავსუფალი ტურისტული ზონა და გოდერძის სამთო სათხილამურო პროექტის შესახებ.

ასევე, ღონისძიების   „საერთაშორისო საინვესტიციო ტურების ორგანიზების“ ფარგლებში რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენის მიზნით მოეწყო ბიზნესფორუმები ყაზახეთის რესპუბლიკაში ქალაქ ასტანაში, თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში.

“ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოხდა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების პრეზენტაცია, მოეწყო ე.წ. B2B შეხვედრები ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის. ფორუმის ორგანიზებაში მონაწილეობას ღებულობენ უცხოური ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატები და მათი წევრი კომპანიები. 20 ნოემბრისთვის დაგეგმილია „მინსკი-ბათუმისაინვესტიციო ფორუმი“ ბელარუსის რესპუბლიკაში“, აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

2015 წლის 18 სექტემბერს ჩატარდა ასევე, მეორე საინვესტიციო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა დაახლოებით 250 ადამიანმა მიიღო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩინეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ავტრიიდან, ერაყიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, თურქმენეთიდან, ბალტიისპირა ქვეყნებიდან, სომხეთიდან ჩამოსული კომპანიების წარმომადგენლები.

2015 წელს განხორციელდა საინვესტიციო საპრომოუშენო ვიდეო რგოლის გადაღება აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, გადაღებებმა მოიცვა როგორც ქალაქი ბათუმი ასევე აჭარის მაღალმთიანეთი.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge