png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროპარლამენტარები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემას გაეცნენ

  • პოლიტიკა
  • 05.11.2015
  • 15:46
ევროპარლამენტარები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემას გაეცნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებთან  საჯჯად კარიმსა და ანდრეი მამიკინსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგია 2015-2020 გააცნო და ევროპის სამეზობლო პროგრამაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია და არაერთი სახელმწიფო პროექტი ხორციელდება დარგის ხელშეწყობის მიზნით. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ENPARD-ის  ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ და ევროპარლამეტის წევრებს ENPARD-II -ის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამისა და ექსტენციის განვითარების მნიშვნელობას.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობასა და შეთანხმების საფუძველზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ევროპული სახლის წევრობის პოტენციალი აქვს. ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა და გვსურს, რომ თქვენს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში ჩანდეს თქვენი ევროპული არჩევანი“, - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ეროვნეული სააგენტოს ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მიერ წარმოდგენილი პროდუქცია: ქართული ღვინო, თაფლი, ხილი, ბოსტნეული და ჩურჩხელა დააგემოვნეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge