png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

წარმატების ახალი ისტორიები თიბისი სტატუსისგან

  • კულტურა
  • 15.06.2017
  • 11:36
 წარმატების ახალი ისტორიები თიბისი სტატუსისგან

თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა სამ ახალ ისტორიას წარმოგიდგენთ.  ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირადად მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდების წარმატებაში, რომელთა  შესახებ მომზადებული ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე  www.statusdonates.ge .

ახალგაზრდები სოფელ ნიქოზიდან

სოციოლოგიის  ფაკულტეტის  სტუდენტი მარიამ დევიძე და მისი მეგობრები  კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ ნიქოზში მათი თანატოლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას  ცდილობენ.  ადგილობრივების გამოკითხვის  შედეგად მარიამმა გაარკვია, რომ სოფელში ყველაზე მეტად  ბიბლიოთეკები, გასართობი ცენტრები და სპორტული მოედნები სჭირდებათ.  მოძიებულის საგრანტო  დაფინანსებით მარიამმა  და  მისმა  მეგობრებმა ნიქოზში ძველი შენობა ბიბლიოთეკად  გადააკეთეს.  ახლა ისინი სპორტული სკვერის კეთილმოწყობას გეგმავენ. ამ მიზნის მიღწევაში მათი მხარდაჭერა ნებისმიერ თქვენგანს  შეუძლია.

პატარა ბალერინა

14 წლის ელენე ღაღანიძე  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის   გამორჩეული მოსწავლეა. ის უკვე 6 წელია ცეკვავს. ელენეს მიზანია პრიმა-ბალერინა გახდეს და მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენაზე იცეკვოს, ის  ამისთვის  ძალიან  ბევრს  შრომობს. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, ელენე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბალეტო სკოლაში,  Ecole Superior de Danse Cannes Rosella Hightower-ში  მიიღეს.  ნახეთ როგორ ცეკვავს პატარა ბალერინა და მიიღეთ მონაწილეობა მის მომავალ წარმატებაში.

ნიჭიერი პიანისტი

ტატო ალანია კონსერვატორიაში მაგისტრატურაზე სწვლობს. ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა უკვე მიიქცია საერთაშრისო ყურადღება. ცოტა ხნის წინ ტატომ პრესტიჟულ გერშვინის კონკურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ის ნიუ-იორკში სექტემბერში მიემგზავრება. კონკურსზე ღირსეულად რომ წარსდგეს, ამისთვის ბევრს მეცადინეობს და ყველდღე დადის კონსერვატორიაში, რადგან  საკუთარი ინსტრუმენტი არა აქვს.

საქველმოქმედო პლატფორმა www.statusdonates.ge-ის მეშვეობით უკვე ათზე მეტი პროექტი დაფინანსდა.  თბილისის ზოოპარკს  შეემატა  ახალი ვეფხვი, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე გაემგზავრა  არაერთი  ნიჭიერი ახალგაზრდა.  მათ შორის, ანა ჩუბინიძე,  რომლმაც თავისი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების კინოფესტივალზე წარადგინა. დაფინანსდა უსინათლოთათვის ადაპტირებული თამაში „აფორიზმობანა“ და სოფელ ძეგვში მდებარე თავშესაფრის რეალიბილიტაციის პროექტი. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge