png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 06.11.2015
  • 10:35
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სახელით აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.
„ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, გვაქვს საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები, მაგრამ მთავარიმაინც ის უნიკალური მეგობრობაა, რაც ჩვენმა ხალხებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნეს და რაცმტკიცე საფუძვლად დაედო ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს.
ყოველივე ამან თავის დროზე საშუალება მისცა საქართველოსა და აზერბაიჯანის იმდროინდელ ლიდერებს, ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს წამოეწყოთ რეგიონული თანამშრომლობისსტრატეგიული პროექტები, რომლებმაც უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა ჩვენს სახელმწიფოებსა და მთლიანად ჩვენს რეგიონს.
მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექით და სწორედ ერთიანობით და ურთიერთთანამშრომლობით შევძელით არსებულიდაბრკოლებების გადალახვა“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთერთი საკვანძო კომერციული პარტნიორი დაინვესტორია.
„აზერბაიჯანი არის გადასახადების ერთერთი მსხვილი გადამხდელი საქართველოს ბიუჯეტში.
ფართომასშტაბიანი გლობალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი,სამხრეთის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსი და ტანაპი ზრდიან ჩვენი ქვეყნების მნიშვნელობასა და პოზიციას არამხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო არენაზე. გარდა რეგიონის განვითარებისააღნიშნული პროექტები ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას ემსახურებიან.
აზერბაიჯანი თავის პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკის სფეროში ევროპის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ. ნავთობის, გაზისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უწყვეტი, განგრძობადი და დაცული ფუნქციონირება, რომელიც ჩვენი ერთობლივიძალისხმევით არის უზრუნველყოფილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა მხარისათვის.
ასევე წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი, ჰუმანიტარულ სფეროში.
მრავალი აზერბაიჯანელი ცხოვრობს დღეს საქართველოში და პირიქით, ქართველები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც გვევლინებიან ხიდად ამ კავშირების განმტკიცებაში”-განაცხადა ილჰამალიევმა.
ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მხრიდან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge