png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მარნეულში მოსახლეობას შეხვდნენ

  • პოლიტიკა
  • 06.11.2015
  • 12:23
  საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მარნეულში მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიმარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო -აზერბაიჯანის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორიული საფუძველი გააჩნია.

„მიხარია, როდესაც ვუყურებ აღმშენებლობას თქვენს რაიონში, რომელსაც ხელს უწყობენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები. ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეს მხოლოდ ამ რაიონში არ ხდება.

სასიხარულოა, ქართული ენის სწავლების საპრეზიდენტო პროგრამის მიმართ თქვენი მხრიდან მზარდი ინტერესი. ეს ძალიან მისასალმებელია.

ვხედავთ, რომ თქვენ აქტიურად ინტეგრირდებით ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის პროექტებიც ვითარდებადა ნელ-ნელა იკრებს ძალებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რეგიონში ქართული ენის შესწავლის საკითხს ილჰამ ალიევიც გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ  ნებისმიერ მსურველს ქართული ენის შესწავლის საშუალება ეძლევა.

„თქვენი სრული ინტეგრაციისათვის აუცილებელია ქართული ენის კარგად ცოდნა. მე მიხარია რომ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც დადიან და სწავლობენ ენას.

რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაივიწყოთ აზერბაიჯანულიც.

დარწმუნებლი ვარ, რომ „სოკარიც“ და სხვა აზერბაიჯანული კომპანიებიც ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში ქართველებისა და აზერბაიჯანელების კეთილდღეობის განვითარებისათვის“, -აღნიშნაალიევმა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანს ახლო, მეგობრული ურთიერთობები გააჩნიათ. „მსურს, რომ კარგად ცხოვრობდეთ და საქართველოში მცხოვრებიაზერბაიჯანელები აქტიურად იყოთ ჩაბმულები ჩვენი ქვეყნების განვითარების საქმეში“, -განაცხადა ილჰამ ალიევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მარნეულში სამაცივრე მეურნეობაც მოინახულეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge