png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე: დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება

  • პოლიტიკა
  • 06.11.2015
  • 12:33
ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე: დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება და   გაღრმავდება,–ამ სიტყვებით დაიწყო  ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, იული ედელშტეინმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ისრაელთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, ვაჭრობისა და სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს  შორის გუშინ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს.

„ჩვენი  ურთიერთობა ვითარდება სწრაფად და სწორი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ  უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღწეული გადაწყვეტილების გამო. ვხედავთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის  შედეგებს.  განვიხილეთ  საერთაშორისო ვითარება და ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო.  არსებობს კარგი შესაძლებლობა ორივე მხარე დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ გამოცდილებები,“–განაცხადა იული ედელშტეინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge