png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შემოსავლების სამსახური ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერს

  • საზოგადოება
  • 03.07.2017
  • 10:18
 შემოსავლების სამსახური ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერს

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან დგებუაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვართ გამოცხადებული, რათა მოვახდინოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება. ჩვენ მზად ვართ, მოხდეს ზარალის ჩამოწერა, აღნიშნული მოვაჭრეებს ეს მისცემს საშუალებას, რომ დამატებითი პრობლემები არ წარმოიშვას. მოვახდენთ იდენტიფიცირებას, ვის რა ზიანი მიაყენა ხანძარმა და იქნება განხორციელებული ყველა პროცედურა, რომ მოხდეს ხანძრით მიყენებული ზარალის და შესაბამისი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. დილიდან დავიწყებთ მუშაობას, მოვახდენთ იდენტიფიცირებას და დავადგენთ ზუსტ სიას, ვის მიადგა ზარალი“, - განაცხადა დგებუაძემ.

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტონაწილების მაღაზიაში  ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ხანძარი დაახლოებით 2500 კვ.მ-ზე გავრცელდა და მის  ჩასაქრობად მობილიზებული იყო 24 სამაშველო მანქანა და 250 მაშველი-მეხანძრე.​ ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო იძიებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge