png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

  • საზოგადოება
  • 03.07.2017
  • 10:47
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელშიც 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს, დღეს 3 ივლისს დაიწყო.

როგორც  შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეგისტრაცია დილის 8:00 საათზე, საგამოცდო პროცესი კი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

"დღეს აბიტურიენტები გამოცდას აბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 ათას 500 აბიტურიენტზე მეტი იყო რეგისტრირებული. თუმცა აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა გამოაკლდა პროცესს, რადგან გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გადალახეს ბარიერი, აქედან გამომდინარე 39 ათასამდე აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას გამოცდებში. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. წელს ერთი ახალი საგამოცდო ცენტრი დაემატა თბილისში", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

მიმინოშვილის განმარტებით, პირველ ნაკადში 9 ათასამდე აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას. 

"ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება ორი დღე გამოცდა, დღეს და ხვალ, შემდეგ ოთხშაბათს იქნება შესვენება. ხუთშაბათს და პარასკევს ვაგრძელებთ პროცესებს და აბიტურიენტები ჩააბარებენ ზოგად უნარებში გამოცდებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გვეცოდინება რამდენმა აბიტურიენტმა დააგვიანა გამოცდაზე. წელს არ გვქონია შემთხვევა, რომ საგამოცდო ცენტრი არეოდა აბიტურიენტს", - განაცხადა მიმინოშვილმა. 

მისივე თქმით, წელს 18 მსჯავრდებული აბიტურიენტია.

"ერთი არის ქუთაისში, დანარჩენი თბილისში, რომლებიც ხვალ ჩააბარებენ გამოცდას, მათგან ერთი გოგოა", - დასძინა მიმინოშვილმა. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge