png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თეა წულუკიანმა თელავში გამოფენა „საქართველოს პირელი რესპუბლიკა“ გახსნა

  • საზოგადოება
  • 06.11.2015
  • 15:15
თეა წულუკიანმა თელავში გამოფენა „საქართველოს პირელი რესპუბლიკა“ გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თელავში, კახეთის რეგიონული არქივის შენობაში გამოფენა „საქართველოს პირელი რესპუბლიკა“ გახსნა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადებულ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვან და ფართომასშტაბიან გამოფენაზე წარმოდგენილია1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი საარქივო მასალები, რომლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისააერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.

„ეს არის გამოფენა, რომელიც თბილისში, "ცისფერ გალერეაში" რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვინდა, რომ ამ გამოფენამ იმოგზაუროსსაქართველოში რაიონებშიც და ჩვენმა მოზარდებმაც ნახონ, რომ დემოკრატიამ ამ ქვეყანაში არსებობა 1918 წლიდან დაიწყო, შემდეგ დროებით შეჩერდა წითელი არმიისშემოჭრის შედეგად, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიულ შენებას და ეს სათავეს იღებს არა 90-იან წლებში, არამედ 1918 წლიდან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე,საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში(1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელიკრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობისდაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია.

საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლის წინათ გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდადამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობაორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი ძალზედ პროგრესული სამართლებრივი აქტია.

სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია დროებით დამარცხდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოსმთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს. აღსანიშნავია, რომფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინება ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტები პირადისაარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსიის ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოტანა 2015 წელს საქართველოს..

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge