png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა

  • საზოგადოება
  • 05.07.2017
  • 18:00
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცა.

„სოფლადპირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ექვს ავტომანქანას ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ორს ხულოს მუნიციპალიტეტის პჯდ ცენტრებმა მიიღეს. სამინისტრომ, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა.

პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე ავტომანქანების გადაცემა დღეს განხორციელდა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ.

აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2014-2017 წწ პროგრამის ფარგლებში გადაეცა. სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებისხელშეწყობის" პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს და აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.

ჯანდაცვის ცენტრების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსათვის სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო  მომსახურების მიწოდება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედაახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემასითვალისწინებს.

2018 წლის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. დანამატს 110 ექთანი მიიღებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge