png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • პოლიტიკა
  • 07.11.2015
  • 12:38
პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილს ღირსების ორდენი გადასცა

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.  

ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესში.

„დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესია ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება.  ასეთი მართლმსაჯულება ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი დაცვა და არ გვეყოლებიან ისეთი ძლიერი იურისტები, რომლებიც ჩვენს სასამართლო დარბაზებში რეალურ შეჯიბრებითობას შექმნიან. თქვენ ხართ იმის გარანტი, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც შეხებაში მოდის სასამართლოსთან, კანონთან, სამართლებრივ სისტემასთან, თავს გრძნობდეს დაცულად; იცოდეს, რომ მისი ინტერესები იქნება დაცული და განხორციელდება კვალიფიციურად.

თქვენ უნდა მოგეცეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად იმოქმედოთ, თავისუფლად ჩაერთოთ მართლმსაჯულების პროცესში და თავისუფლად გამოიყენოთ მთელი თქვენი კვალიფიკაცია. იმ ეთიკურ სტანდარტებში, რომლებიც აქვთ ადვოკატებს, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თქვენ უნდა თქვენი კლიენტის, იმ ადამიანის, ვინც თქვენ გენდობათ, ინტერესები დააყენოთ საკუთარ ინტერესებზე მაღლა. ეს ძალიან დიდი მორალური ტვირთია. ხშირად შესაძლებელია ისეთ ადამიანს იცავთ, ისეთ საქმეს იცავთ, რომელსაც საზოგადოება, დავუშვათ, არ უჭერს მხარს. ხშირად რაღაც ზეგავლენაა მასზე საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც, მე ვხედავ როგორ მტკიცედ დგახართ თქვენ ამ ვალდებულების უკან - პირადი მიკერძოებულობის გარეშე დაიცვათ მთავარი და შექმნათ შეჯიბრებითობა ქართულ სასამართლოში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა.

ასოციაცია ავითარებს და ზრდის ადვოკატების კვალიფიკაციას, მრავალი თვალსაზრისით იზრდება თქვენი დაცულობის ხარისხიც და მინდა, რომ მიგულოთ თქვენ გვერდით”, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შეკრებილ ადვოკატებს.

გიორგი მარგველაშვილმა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს მადლობა გადაუხადა  ადვოკატთა  უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. რისთვისაც სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და  ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა  მარია სლაზაკიმ.

ღონისძიებასსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის,  სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების  დელეგაციები ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge