png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

  • საზოგადოება
  • 07.11.2015
  • 13:11
საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

9-10 ნოემბერს, თბილისში გაიმართება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.

 კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება.

ღონისძიებას ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის, მონაწილეები სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და NATO-ს წარმომადგენლები.

10 ნოემბერს კონფერენციას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი

და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი, ჯიჰან სულთანოღლუ. ღონისძიების მონაწილეებს 9 ნოემბერს ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

კონფერენცია სამი ძირითადი საკითხის განხილვას ეძღვნება: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.   ღონისძიების მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე პერიოდული დიალოგის პრეცედენტის შექმნა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება „თბილისის დეკლარაციის“ მიღება. დოკუმენტის მიზანია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების განმტკიცება.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის არიან: ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა შიმონოვიჩი, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი მარიეტ შურმანი, ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პირველი ვიცე-თავმჯდომარე იაროსლავა იერმანოვა, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის სენატორი ჰაფიდა ბენჩეჰიდა, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ქალთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი სალმა ნიმსი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნატალია გალიბარენკო, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა; 2014 წელს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას;  2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ხელისუფლებას ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მმართველობით რგოლში ქალთა როლის გაზრდას ავალდებულებს;  2015 წლის მარტში, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად დაუჭირეს მხარი სავალდებულო კვოტების შემოღებას პოლიტიკურ პროცესებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის  მიზნით; საქართველოს პრეზიდენტმა  2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge