png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის ბაგა-ბაღებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 12.07.2017
  • 17:10
 თბილისის ბაგა-ბაღებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

სააღმზრდელო წლის დასრულებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სხვადასხვა სახის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები  დაიწყო.

ვარკეთილში მდებარე N163-ე ბაგა-ბაღში შეიცვალა ამორტიზებული წყალ-კანალიზაციის სისტემა; პარალელურად, ბაღის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რაც აქამდე არ ყოფილა და რის გამოც ეზოში დაგროვილი წყალი შენობის საძირკველში ჩაედინებოდა, იწვევდა სინესტეს და შენობას ავარიულობის საფრთხეს უქმნიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ამავე ბაღის შენობას ასევე შეეცვლება სახურავი, განახლდება ფასადი, ეზო და სათამაშო მოედანი.

საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის N26 საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში.  ბაღის უკანა მხარეს არსებულ ეზოში გრუნტი იშლებოდა და ნაყარი მიწა შენობის უკანა გასასვლელებით სარგებლობას აფერხებდა, რის გამოც საჭირო ხდებოდა მუდმივად გაწმენდის სამუშაოების ჩატარება. გრუნტის დამჭერი კონსტრუქციის მოწყობის შემდეგ, განხლდება ბაღის ეზოს ეს ნაწილიც.

სიახლე დახვდებათ თბილისის N87-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდლებსაც - სექტემბრიდან პატარებს უკვე ეზოთი სარგებლობაც შეეძლებათ. ცაგარელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა არასტანდარტულია, აქ მხოლოდ 5 ჯგუფი ფუნქციონირებს, მისი ეზოს მდებარეობა კი სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა, რის გამოც აქ საყრდენი კედელი მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე აშენდა. სამუშაოების ყველაზე მასშტაბური ნაწილი უკვე დასრულებულია, ორანჟერეის ტიპის ეზო უსაფრთხოების მიზნით, გადაიხურება, შიგნით კი გასართობი და ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყობა.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის რაიონში მდებარე N75-ე საბავშვო ბაღშიც. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, განახლდება ეზო და ბავშვთა სათამაშო მოედანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge